ყრუ-უსინათლო პირთა ჯგუფში ბევრია თანდაყოლილი ტოტალური სიყრუის მქონე. ყველაზე ხშირად, მათი ურთიერთობის ძირითადი და ბუნებრივი საშუალება ჟესტური ენაა. 

ყრუ-უსინათლო პირებს, ყოველდღიურობაში და სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებისას, ხშირად უწევთ ურთიერთობა კომუნიკაციის ამ კონკრეტული მეთოდის – ჟესტური ენის არმცოდნე პირებთან. მაგ., ექიმთან ვიზიტის დროს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სანატორიუმებში, საბანკო მომსახურების მიღებისას,  ლექციებზე, კონფერენციებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევებში კომუნიკაციაში მხარდაჭერა ჟესტური ენის თარჯიმანს შეუძლია. 

 

ამ ეტაპზე, ორგანიზაცია, ყრუ-უსინათლო პირებისთვის, უზრუნველყოფს ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებას საქართველოს ქალაქში: თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. 

 

აღნიშნულ მომსახურებას უზრუნველვყოფთ საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით.

საქართველოს ყრუთა კავშირი

თბილისი, დავით ყიფიანის ქ. 2

კონტაქტი

Geodeaf2018@gmail.com
Facebook