8-9 მაისს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში, გაიმართა საერთაშორისო სემინარი “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემა ადგილობრივ დონეზე”.
საერთაშორისო სემინარში, ქართველ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, ჩართულები იყვნენ სტუმრები ვიშეგრადის ქვეყნებიდან და კავკასიის რეგიონიდან.


სემინარი საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების გამოცდილებები გააზიარეს ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნის კუთხით.
სასიხარულოა, რომ ამ კუთხით, ჩვენ, ქართველ სპეციალისტებს, საკმაოდ ბევრი და საინტერესო გამოცდილება გვქონდა გასაზიარებელი მეგობარი ქვეყნებისთვის.
სემინარი განხორციელდა პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის განვითარება სამხრეთ კავკასიაში ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან თანამშრომლობის გზით”, რომელიც დაფინანსებულია International Visegrad Fund-ის მიერ.













