საერთაშორისო კონგრესი „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“

2021 წლის 11, 12 დეკემბერს, ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართება საერთაშორისო კონგრესი: „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“

წლევანდელი კონგრესის მთავარი თემაა ყრუ-უსინათლო პირთა განათლება და რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც სფეროში მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები, მშობლები გააზიარებენ ამ კუთხით არსებულ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

კონგრესის მიზანია, ერთის მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების მიმართვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, როგორიცაა ყრუ-უსინათლო პირთა განათლება და რეაბილიტაცია, აქ არსებული გამოწვევები და განვითარების შესაძლებლობები, მეორეს მხრივ კი, ყრუ-უსინათლო პირთა ოჯახების გაძლიერება ცოდნითა და ინფორმაციით.

კონგრესი პროექტის „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“ დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბულგარეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით თბილისში ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისისა/HumanDoc South Caucasus Regional Office in Tbilisi და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების დაცვასა და მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

გააზიარე სტატია

humandocge_logo_kolo
Skip to content