17 მაისს, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, გაიმართა პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში” პრეზენტაცია, რომელსაც ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ქალბატონი დესისლავა ივანოვნა დაესწრო.


პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში” მიზანია საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირისა და ბულგარეთის ყრუ-უსინათლოთა ეროვნული ასოციაციის (NADbBg) მჭიდრო თანამშრომლობით.
მის ფარგლებში, ყრუ-უსინათლო პირთა კლუბების ბენეფიციარები მიიღებენ თარჯიმან-მეგზურისა და ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებას:
ონლაინ
პირისპირ
კონსულტირებას სოციალურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.











