კოვიდ-19-ის სწრაფად მზარდმა პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნები აიძულა გაეტარებინათ გარკვეული ღონისძიებები, როგორიცაა საერთო კარანტინი და სოციალური დისტანცირება, ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. თუმცა, კოვიდ-19-ით დაავადების შიშის მიუხედავად, რა უნდა გააკეთონ ყრუ-უსინათლო ადამიანებმა, რომელთა პირდაპირი საჭიროებაა კომუნიკაციისთვის შეხება; როგორ შეიძლება მათ ეს გააკეთონ ვირუსის გავრცელების შიშის გარეშე? ყრუ-უსინათლო აქტივისტი ინდოეთიდან, ზამირ დალე, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
რას ნიშნავს იყო ყრუ-უსინათლო ჩაკეტილი მსოფლიოს პირბებში
ყრუ-უსინათლო ადამიანისთვის, კომუნიკაცია, პირველ რიგში, ნიშნავს შეხებას, რითიც შესაძლებელია მარტივი მნიშვნელობის მოთხოვნის გადაცემა. სულ ცოტა პრაქტიკის შედეგად კი უკვე შესაძლებელია შეიქმნას და კომუნიკაცია მოხდეს უფრო კომპლექსური საკითხებისაც. ეს ეფექტურია ყრუ-უსიანათლო ადამიანთა შორის და ასევე მათთვის, ვინც ყრუ-უსინათლოა, მაგრამ იცის ჟესტური ენის გამოყენება.
თუმცა, ჩაკეტილ მსოფლიოში, სადაც ყველას კოვიდ-19-ით დაინფიცირების ეშინია, როგორ უნდა მოახდინონ ორმა ან მეტმა ადამიანმა ერთმანეთთან კომუნიკაცია ისე, რომ არ შეეშინდეთ ვირუსის გავრცელების?
ვიდეო-ზარი ტელეფონით მარტივია ყრუ ადამიანებისთვის, რადგან მათ რივეს შეუძლიათ ჟესტების ენის დანახვა (ინდური ჟესტების ენა), მაგრამ რა ქნას ყრუ-უსინათლო ადამიანმა? იმის გამო, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებელი ტელეფონის აპლიკაციები არ არსებობს, ყრუ-უსინათლო ადამიანები მხოლოდ შეხების იმედად რჩებიან.
ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ხელთ მაქვს ჩემი კომპიუტერი და ელ-ფოსტა. მე შემიძლია გამოვიყენო ბრაილის კლავიატურა ტექსტის ასაკრეფად და გავგზავნო ელ-ფოსტა. თუმცა, თუკი მაღაზიაში ვარ წასასვლელი, ან მჭირდება საჯარო ტრნსპორტით სარგებლობა რაიმე გადაუდებელი აუცილებლობისთვის, ჩათვალეთ, რომ მე სრულიად უმწეო არ.
ადამიანთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული ყრუ და ყრუ-უსინათლო ადამიანთა პრობლემების შესახებ. მათში ხშირად დაბნეულობას იწვევს, როდესაც მე პასუხს არ ვცემ მათ მიერ ჩემთვის ნათქვამს, უბრალოდ იმიტომ, რომ არ მესმის. ხოლო, როცა ვცდილობ რომ ხელი მოვკიდო და ხელისგულზე შეხებით მივანიშნო, ბევრს ეშინია. ეს ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ, სიტუაცია ბევრად უფრო გართულდა, მას შემდეგ რაც ამ ყველაფერს კოვიდ-19-ით დაინფიცირების შიშიც დაემატა.
მე შემიძლია ტელეფონი გამოვიყენო, აფკრიფო სიტყვები და ვაჩვენო ეკრანი სხვა ადამიანის, ან გამოვიყენო ტელეფონის ხმოვანი ფუნქცია, მაგრამ ეს საკმაოდ ნელი პროცესია და მეორე ადამიანი ძალიან მომთმენი უნდა იყოს და ქონდეს სურვილი გაიგოს, რისი თქმა მინდა. ის ფაქტი, რომ აპლიკაციები, რომლებსაც მე ვიყენებ ფართოდ არ გამოიყენება, ნიშნავს, რომ ადამიანები არ აღიარებენ, რომ ტელეფონი შესაძლებელი საკომუნიკაციოდ გამოყენებული იყოს ისეთი ადამიანის მიერ, როგოროც მე ვარ.
საქმა განსაკუთრებით რთულდება, როდესაც რაიმე გადაუდებელი მჭირდება, მაგალითად ექიმის რჩევა. კლინიკაში მისულს, როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ უსინათლო ვარ, ცდილობენ ხელი მომკიდონ დასახმარებლად და თან მელაპარაკებიან. თუმცა, მე ძალიან სენსიტური ვარ შეხებასთან დაკავშირებით და თუკი რამოდენიმე ადამიანი მკიდებს ხელს, მე ეს საკმაოდ მაბნევს. მათთვისაც დამაბნეველია, რომ მე მათ კითხვებს არ ვპასუხობ, რადგან მათ არ ესმით, რომ მე ვერ ვლაპარაკობ და არ მესმის, ხოლო როდესაც მათ ჩემი ხელი უჭირავთ, მე თითებს ვერ ვიყენებ, რომ ხელისგულზე შეხებით გავაგებინო რა მინდა.
ბევრ ამგვარ პრობლემას შევხვედრივარ, როდესაც როგორც დამოუკიდებელ ადამიანს ისე მეპყრობიან. მაგალითად, როდესაც ჩემს მეუღლეს ექიმის ნახვა დაჭირდა, ექიმისთვის რთული გასაგები იყო რომ მე შემეძლო მეუღლის საჭიროებების აღწერა და მის კითხვებზე პასუხი. იგივეა, როდესაც ჩემი პატარა ქალიშვილი მიმყავს კლინიკაში. საჭირო ხდება კიდევ ერთი უფროსის წაყვანა თან, რაც არც ისე ადვილია ორგანიზებისთვის სწრაფად.
ხელისუფლებამ კანონმდებლობის დონეზე აიღო პასუხისმგებლობა შშმ პირების დასახმარებლად, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთხელ, ორთოპედიული პრობლემების ქონის დამადასტურებელი სერტიფიკატი მომცეს, რაც ჩემი პრობლემა საერთოდ არ არის. ყრუ-უსინათლოებისთვის სერტიფიკაცია არ არსებობს, რაც კიდევ უფრო სერიოსული პრობლემაა, რადგან ჩემთვის საკმარისი არ არის დახმარება ცალკე უსინათლობისთვის, ან ცალკე სიყრუის გამო.
სწორედ ამ სიტუაციის შესაცვლელად ჩამოვაყალიბე ყრუ-უსინათლოთა გაძლიერების საზოგადოება. ჩვენ ვხდენთ ყრუ-უსინათლოთა საჭიროებების ადვოკატირებას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩვენ ყრუ-უსინათლოებს ვთავაზობთ ტრენინგებს და დასაქმების შესაძლებლობებს. იმედი მაქვს, მოვა დრო როდესაც ინდოელები უფრო სენსიტიურები გახდენიან სხვების საჭირებებისადმი და რომ გამოჩნდება ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალება მიცემს ყრუ-უსინათლო ადამიანებს დამოუიდებლად იმუშავონ საზოგადოებაში.
სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access – ისა და USAID/Georgia-ს მხარდაჭერით პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერა COVID-19ის პანდემიისას” ფარგლებში.