პროექტის „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“ ფარგლებში, ყრუ-უსინათლო პირები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში, 10 თვის განმავლობაში, შემდეგ მომსახურებებს მიიღებენ:
- თარჯიმან-მეგზურის მომსახურება, რაც გადაადგილებასა და კომუნიკაციაში დახმარებას გულისხმობს;
- ჟესტური ენის თარჯიმნის ონლაინ მომსახურება, რაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია;
- იურისტის ონლაინ კონსულტაცია;
- ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები.
პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ბულგარეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით თბილისში ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისისა/HumanDoc South Caucasus Regional Office in Tbilisi და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის მიერ. მისი მიზანია ყრუ-უსინათლო პირების უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით:
- თბილისი, მაია მეტონიძე – 577 45 66 15
- ქუთაისი, მარიამ გოდუაძე – 574 34 09 09
- ბათუმი, მზია მელაძე – 598 09 29 91
- თელავი, მაია რაზმაძე – 577 19 90 73
- ზუგდიდი, ნონა კვარაცხელია – 595 09 68 03
ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GeoLorm