საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციაა.
კავშირის საქმიანობის მიზანია, საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც ხარისხიანი სარეაბილიტაციო, განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მომსახურებების განვითარების გზით გაზრდის ორმაგი სენსორული დარღვევის მქონე პირებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხს.
ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ორმაგი სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევის მქონე – ყრუ-უსინათლო (ბავშვები, მოზარდები, ქალები, ახალგაზრდები, მოხუცები) პირები.