COVID-19 პირობებში კომუნიკაციის გაიდლაინები

covid

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყრუუსინათლო პირთა კომუნიკაციის სტრატეგიები

კოვიდ-19-ის პანდემიამ ყველასთვის აუცილებელი გახადა „სოციალური დისტანცირება“. ექსპერტების მტკიცებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის გადამწყვეტია სხვა ადამიანებისგან უსაფრთხო დისტანციაზე ყოფნა (რეკომენდირებულია მინიმუმ 2 მეტრი დისტანცია). ყრუ-უსინათლო პირთა შემთხვევაში, ეს გამოსავალი არ არის, რადგან ბევრი მათგანი სწორედ ტაქტილურ (შეხებით) კომუნიკაციის ფორმას იყენებს, როგორიცაა ტაქტილური ქართული ჟესტური ენა, როგორც ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. სხვები კი, მხედველობის დაქვეითების დონის შესაბამისად, შესაძლოა დამოკიდებული იყონ ახლოდან ნიშნების აღქმის გარემოზე.

სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხო კომუნიკაციის შემოთავაზებული ვარიანტები:

1. მზად იყავით ისეთი ვარიანტისთვის, როდესაც უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცვლის ფასილიტაცია მედიცინის მუშაკთან. ინფორმაცია შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • სახელი
  • მისამართი
  • დაბადების თარიღი
  • დაზღვევა
  • საკონტაქტო პირი საგანგებო შემთხვევის დროს – ოჯახის წევრების ან მეგობრების ტელეფონის ნომრები
  • ჯანმრთელობის მანამდე არსებული მდგომარეობა
  • მედიკამენტები

2. ნივთების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ რომ იქონიოთ თან:

  • კალამი, მარკერები და ქაღალდი
  • დამტენები, დამაგრძელებელი
  • ტელეფონი, ტაბლეტი, ლეპტოპი
  • მობილური ინტერნეტის „ჰოტსპოტები“, თუკი ვაი-ფაი შენობაში არ არის
  • გამოწერილი სათვალე, გამადიდებელი შუშა, პორტაბელური CCTV (ვიდეო-სამეთვალყურეო) როგორიცაა Ruby
  • პორტაბელური ბრაილის დანადგარი
  • სმენის აპარატისთვის დამატებითი ელემენტები

3. კომუნიკაციის შემოთავაზებული ვარიანტები

  • ტაქტილური ჟესტური ენა- კომუნიკაციაში ჩართულ ყველა ადამიანს უნდა ეცვას ხელთათმანი. ხელთათმანები მოიხსენით უკუღმა ამოტრიალებით, ჩადეთ ცალკე პაკეტში და გადააგდეთ ნაგვის კონტეინერში. არ შეეხოთ სახეს. კომუნიკაციისას შეახსენეთ სხვებსაც, რომ სახეზე შეხება არ შეიძლება. შესაძლებლობის შემთხვევაში, უკეთესია სახის დამცავი ნიღბის ტარება. ერთხელ გამოყენების შემდეგ, ნიღაბიც უნდა გადააგდოთ.
  • ახლო ხედვის ნიშნები საჭირო შეიძლება იყოს დამცავი ნიღბების გამოყენება ორივე მხარის მიერ. უკეთესი შეიძლება იყოს შესაძლო კომუნიკაციისთვის ალტერნატიული ვარიანტების გამოყენება: წერა, სმს-ი, ელექტრონული ფოსტა, FaceTime, სამეთვალყურეო კამერა CCTV, რომელიც მაგრდება ლეპტოპზე და გამოიყენება კადრის მოსაახლოებლად iOS დანადგარზე
  • საკომუნიკაციო ბარათები – წინასწარ მომზადებული საკომუნიკაციო ბარათების გამოყენება შესაძლებელია საზოგადოდაც და სამედიცინო მუშაკებთან საკომუნიკაციოდაც.
  • ხელისგულზე სიწყვების მონიშნვა – „აკრიფეთ“ ასოები ხელისგულზე. ორივე მხარეს უნდა ეცვას ხელთათმანი. ხელთათმანები მოიხსენით ამობრუნებით და გადააგდეთ ნაგავში.
  • დამხმარე სასმენი დანადგარები – ყრუ-უსინათლო ადამიანს უნდა ქონდეს წინასწარ მომზადებული ბარათი, რომელიც აღწერს როგორ გამოვიყენოთ დამხმარე დანადგარის მიკროფონი. მიკროფონი და მიმღები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

წყარო:https://www.helenkeller.org/hknc/covid-19-communication-guidelines

სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის EWMI Access – ისა და USAID/Georgia-ს მხარდაჭერით პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერა COVID-19ის პანდემიისას” ფარგლებში.

გააზიარე სტატია

humandocge_logo_kolo
Skip to content