ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ასტიგმატიზმი აწუხებთ მას შემდეგ…

პოსტში მოცემული ფოტოების ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელების შემდეგ, ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ასტიგმატიზმი აწუხებს.

თუ თქვენ ასტიგმატიზმი არ გაწუხებთ, ღამით მანქანის მართვა ძალიან მარტივი შეიძლება მოგეჩვენოთ. აი, იმ ადამიანებისათვის კი, რომელთაც ასტიგმატიზმის დიაგნოზი აქვთ დასმული, რთულია ღამის საათებში მანქანის მართვა. როგორც ისინი აღნიშნავენ, შუქს, რომელიც მათ ხედვაში უშლის, უცნაური- ობობის ქსელის მსგავსი- ფორმა აქვს. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ამ პრობლემას ებრძვის, სცადა, საკუთარი ცოლისათვის აეხსნა, თუ რა ხდებოდა მის თავს და რას გრძნობდა ღამით მანქანის მართვისას. თუმცა, მეუღლემ ამისი აღქმა ვერ შეძლო. შემდეგ, როდესაც მამაკაცი სოციალური ქსელის (Twitter) გვერდს ათვალიერებდა, აღმოაჩინა განცხადება (tweet), რომელიც ცალსახად მის მდგომარეობას აღწერდა. მან ცოლსაც აჩვენა აღნიშნული ფოტოები და ახლა, მანაც იცის, თუ რატომ არ უყვარს მის ქმარს ღამით მანქანის მართვა.

ამ ორი ფოტოს შედარება ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ განსხვავდება ასტგმატიზმის და ნორმალური ხედვის მქონე ადამიანების მიერ დანახული შუქი ღამით. პირველ ფოტოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხედავენ ასტიგმატიზმის მქონე ადამიანები; ხოლო მეორეში- როგორ ხედავენ მისი არმქონენი.

ასტიგმატიზმი არის მხედველობის გაძნელების მდგომარეობა, რაც ხედვის გაბუნდოვნებაში გამოიხატება. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც რქოვანა, თვალის წინა საფარი, სწორად არ არის ჩამოყალიბებული; ან ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ ლინზა, რომელიც თვალის შიგნით არის მოთავსებული, მრუდია. აღნიშნული დეფორმაციის შედეგად ვიღებთ ბუნდოვან ხედვას. გარდა ამისა, ჩვენ წარმოგიდგენთ თვალსაჩინოებას იმისა, თუ როგორ ხედავენ ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანები ღამით მანქანის მართვისას.

ჩვეულებრივი თვალი შედგება შესაფერისი ხვეული ფორმების, ხვეული რქოვანისა და ლინზისაგან. მაგრამ, აღნიშნული განსხვავდება იმ ადამიანებში, რომელთაც ასტიგმატიზმი აწუხებს. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ ელემენტს, რქოვანას ან ლინზას, კვერცხისებური ფორმა აქვს. ჯანმრთელი თვალის შემთხვევაში, შესაბამისად დახვეული რქოვანა და ლინზა აირეკლავს ყველა სახის სინათლეს, რათა წარმოქმნას ფოკუსირებული სურათი ბადურაზე. დაზიანებულ თვალში, არასწორად დახვეული რქოვანა და ლინზა ვერ ახერხებს სინათლის სხივების სწორად გარდატეხას. ყოველივე ეს იწვევს მხედველობის გაბუნდოვნებას.

თუმცა, ამ დარღვევის მქონე ადამიანებს მაინც შეუძლიათ, უპრობლემოდ იცხოვრონ. ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე მარტივად სათვალის ან ლინზების ტარებით და რეფრაქციული ოპერაციითაა შესაძლებელი.

ასტიგმატიზმის მქონე ადამიანებისთვის ღამით მანქანის მართვა კოშმარია- სინათლე ირევა და იცვლება. აქვე არსებობს კიდევ ერთი მტერი,- წვიმა- რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა. ამ ორი „მტრის“ კავშირი ძალიან საშიში შეიძლება გახდეს: როდესაც ღამით წვიმა შავ ტროტუარზე ეცემა და ამას ემატება სინათლე.

მოცემული სურათი ასახავს სინათლის ფოკუსს ჯანმრთელი და ასტიგმატიზმის მქონე რქოვანის შემთხვევაში.

118207620 436588663905398 2686919198907391643 o.jpg? nc cat=105&ccb=2& nc sid=32a93c& nc ohc= GfNBSPYbuAAX N Rn& nc ht=scontent.ftbs6 1 საქართველოს ყრუ-უსინათლოთა კავშირი

თარგმანი: : ლიზა ჩადუნელი

წყარო: https://www.boredpanda.com/with-without-astigmatism-vision-comparison/?utm_source=iosapp&utm_medium=social&utm_campaign=iosapp

გააზიარე სტატია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on google
Share on whatsapp
Share on skype
Share on telegram
Share on email
humandocge_logo_kolo
Skip to content