თარჯიმან-მეგზურების მოსამზადებელი ტრენინგები
ექსპერტებისა და სპეციალისტების მომზადება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. 2018 წლიდან დღემდე, პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში” ფარგლებში 16 თარჯიმან-მეგზური და ინსტრუქტორი მოვამზადეთ.
ქართველი ინსტრუქტორების ჩართულობით, 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თარჯიმან-მეგზურების კიდევ ერთ ნაკადს ჩაუტარდა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. შედეგად, ყრუ-უსინათლო პირებისთვის, ათეულობით ახალი თარჯიმან-მეგზური მომზადდა.
პროექტი ხორციელდება პოლონური ორგანიზაციის ფონდ ჰუმანდოკის მხარდაჭერითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში.