პროექტები

თარჯიმან-მეგზურების მოსამზადებელი ტრენინგები

ექსპერტებისა და სპეციალისტების მომზადება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. 2018 წლიდან დღემდე, პროექტის "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში 16 თარჯიმან-მეგზური და ინსტრუქტორი მოვამზადეთ.

EWMI-USAID

COVID-19-ის პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა ყრუ-უსინათლო პირები კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დააყენა, მათ შორის: ორმაგი იზოლაცია, კომუნიკაციაზე, სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებზე და ინფორმაციაზე მისაწვდომობის შეზღუდვა.

ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში

პროექტი „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“ ახალი შესაძლებლობაა ორგანიზაციისთვის გაძლიერდეს და იყოს უფრო ეფექტიანი და წარმატებული ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების ადვოკატირებისა და მათთვის მომსახურებების შეთავაზების კუთხით. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ბენეფიციარებისთვის პირდაპირი მომსახურების გაწევის შესაძლებლობასაც იძლევა.

ვებინარები

„ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ გაუგოთ ყრუ-უსინათლო პირს“ ვებინარების სერიაა, რომლის მიზანია ყრუ-უსინათლო პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.