ყრუ-უსინათლო პირები, კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციასა და მარტოობას. ბევრი მათგანი, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, ოჯახის წევრებთან ან მარტო. განიცდის ურთიერთობების დანაკლისს, არ მიუწვდება ხელი მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციასა და მომსახურებებთან. ყრუ-უსინათლო პირთა კლუბები ამ ადამიანებისთვის სოციალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. აქ მათ შეუძლიათ გაიჩინონ მეგობრები, გაიმრავალფეროვნონ ურთიერთობები, გაცვალონ ინფორმაციები. ამაში მათ კლუბში მყოფი თარჯიმან-მეგზურები და კლუბის კოორდინატორები დაეხმარებიან.
საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა 4 კლუბი ფუნქციონირებს: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. თითოეულ კლუბში, ამ ეტაპზე, 50-მდე ყრუ-უსინათლო პირი ირიცხება. ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა ესტუმრონ კლუბს, შეხვდნენ მეგობრებს, დაგეგმონ საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობ-დასასვენებელი აქტივობები, ჩაერთონ კლუბში ჩატარებულ ღონისძიებებში, მიიღონ საჭირო მომსახურება.
თითოეულ კლუბს, სულ მცირე, ორი თარჯიმან-მეგზური და კოორდინატორი ჰყავს. ისინი უზრუნველყოფენ:
- ბენეფიციარის თანხლებას კლუბში მოსვლისას და სახლში დაბრუნებისას;
- ყრუ-უსინათლო პირის მხარდაჭერას კომუნიკაციისას;
- ყრუ-უსინათლო პირების იდენტიფიცირებას რეგიონში
- ბენეფიციარების საჭიროებების მოკვლევას
- საჭიროებების მქონე ბენეფიციარების იდენტიფიცირებას
- ბენეფიციარის საჭირო მომსახურებაში გადამისამართებასა და შემდგომში თანხლებას მომსახურების მისაღებად
- ბენეფიციარისთვის საჭირო მომსახურებების მოძიებას
ყრუ-უსინათლო პირთა კლუბები
თბილისი
ყიფიანის ქ. 2ა
საქართველოს ყრუთა კავშირი
Clubgeolorm@Gmail.Com
კოორდინატორი:
მაია მეტონიძე
ბათუმი
ზ. გამსახურდიას 6
თავისუფალი სივრცე
Batumifreespeace@Gmail.Com
კოორდინატორი:
მზია მელაძე
თელავი
არჩილ II-ის ქ. 25
საქართველოს ყრუთა კავშირი
Maiarazmadze@Gmail.Com
კოორდინატორი:
მაია რაზმაძე
ზუგდიდი
მარჯვენა სანაპიროს 1
საქართველოს ყრუთა კავშირი
Clubzugdidi@Gmail.Com
კოორდინატორი:
ნონა კვარაცხელია