ორგანიზაცია “საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კარშირი” დაფუძნებულია პროექტის “ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში.” პროექტს ახორციელებს პოლონური ფონდი ჰუმანდოკი (HumanDoc Foundation) პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
ყრუ-უსინათლო პირთა მხარდაჭერა საქართველოში 2018 წელს დავიწყეთ. Სწორედ აღნიშნული პერიოდიდან ვუზიარებთ ქართველ ხალხს პოლონეთის ოცდაათწლიან გამოცდილებას სმენისა და მხედველობის დარღვევების მქონე პირების მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით. Ჩვენი საქმიანობა შეიძლება დაიყოს რამდენიმე მიმართულებად:
პროექტის დაწყებისას საქართველოში არ არსებობდა ტერმინი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ ვინ არის ყრუ-უსინათლო პირი, არ იყო ზუსტად ცნობილი, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ და რა ფორმებით გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ამგვარი სირთულეების მქონე ადამიანებს. Ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 800 ყრუ-უსინათლო პირია – ადამიანები, რომელთაც მხედველობისა და სმენის ერთდროული დარღვევა აქვთ.
ჩვენ მიერ დაარსდა ოთხი კლუბი, რომლებიც მუშაობს თბილისში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში და მხარს უჭერს ყრუ-უსინათლო პირებს. Კლუბებში ჩვენი ექსპერტები – სპეციალისტები ყრუ-უსინათლო პირებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, იურთიერთონ. კლუბებში, ასევე იმართება სხვადასხვა შეხვედრა ყრუ-უსინათლო პირების მხარდასაჭერად. კლუბები დამატებით აღჭურვილია სპეცსაშუალებებით – ტექნიკით, რაც დაეხმარება ყრუ-უსინათლო პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩვენი შემდეგი მიმართულებაა საქართველოში სპეციალისტებისა და ექსპერტების – თარჯიმან-მეგზურების მომზადება. მათი ამოცანაა ყრუ-უსინათლო პირებისათვის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე საკომუნიკაციო ანბანების (ლორმი, დაქტილი) სწავლება და გადაადგილებაში დახმარება.
ქართველ ლინგვისტებთან თანამშრომლობით გადაითარგმნა ლორმის ანბანი, რომელიც ეხმარება სმენა-მხედველობის მძიმე დარღვების მქონე პირებს კომუნიკაციის დასამყარებლად. “გეოლორმის” – ქართული ლორმის ანბანის – საშუალებით ინფორმაცია გადაეცემა ხელის გულზე და ადამიანებს მიეცემათ საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა.
აღნიშნული მიმართულება ეხება სისტემურ ცვლილებებს ყრუუსინათლობასთან დაკავშირებით. ვთანამშრომლობთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და ექსპერტებთან, შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს ყრუ-უსინათლო პირების სათანადო დახმარება-მხარდაჭერის სისტემის შექმნისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე.
პნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს განათლება. ჩვენი ექსპერტები შეხვდნენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტებში სტუდენტებსა და ლექტორ მასწავლებლებს. აღნიშნულ შევედრებზე წარმოდგენილი იქნა ყრუ-უსინათლო პირების პრობლემები. ჩვენი პროექტი არის ინოვაციური და, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პიონერები ვართ.